ეგვიპტეში "გაზაფხული რევოლუციიდან" 5 წელი გავიდა, თუმცა მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის არაბული ხაზის დამფუძნებლის, ჯამალ აიდის განცხადებით, ეგვიპტელები საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესდნენ.
"დადებითი არის ის, რომ ეგვიპტელებს დაუბრუნდათ საკუთრების გრძნობა, მილიონობით ადამიანი კი საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესდა, მიუხედავად მათი პოზიციებისა,"_განაცხადა მან.
როგორც EURONEWS ეგვიპტის ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, ქვეყნის მდგომარეობა რევოლუციის შემდეგ არ შეცვლილა.
"რევოლუციაში მონაწილეობა თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით მივიღე, თუმცა 5 წლის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა,"_თქვა მან.