რუსული მასმედიის ცნობით, ერთ-ერთმა ბელორუსმა ბლოგერმა, თავის ვებ-გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკოს მაჯის საათია დაფიქსირებული.
აღმოჩნდა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ძვირად ღირებული საათების მარკების მოყვარულია და ამჟამად მის მაჯას 17 ათას დოლარად ღირებული "პატეკ ფილიპის" საათი ამშვენებს.
"პატეკ ფილიპის" საათებს ლუკაშენკოს გარდა უპირატესობას ვლადიმირ პუტინიც ანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო პუტინის მსგავსად საათს მარჯვენა ხელზე ატარებს.