ფერეიდნელი ქართველები მოგზაურ ნოდარ ბერიძეს მასპინძლობენ. ბერიძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ველოსიპედით მოგზაურობს და საქართველოში დაბრუნებას 2018 წლისთვის მოახერხებს. მისმა ფერეიდანში ვიზიტმა ადგილობრივებში დიდი სიხარული გამოიწვია. ამ ინფორმაციას ფერეიდანში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი ჰამიდ რეზა ასლანი (ჰამიდრეზა ასლანიშვილი) აქვეყნებს.