დიდი ბრიტანეთის ფოლადსადნობი ქარხნის ათასობით მუშა ევროკავშირს დახმარებას სთხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისინი მოითხოვენ, რომ ევროკომისიამ ჩინურ მწარმოებელ კომპანიებთან კონკურენციის გაწევის შანსი მისცეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინური ფოლადი შედარებით იაფი ღირს, რის გამოც ევროპისა და სხვა ქვეყნების მრეწველი ქარხნები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ და სამუშაო ადგილების შემცირება მოუხდათ.
როგორც ცნობილია, კომპანია TATA STEEL-მა დიდ ბრიტანეთში 1000 მუშა გაათავისუფლა, მათ შორის 750 ტალბოტის პორტში, რომელიც ბრიტანეთის უმსხვილესი ფოლადსადნობია.
როგორც ბრიტანეთის მრეწველობის მინისტრმა, ანა სოუბრიმ განაცხადა, პრობლემა გლობალურია და გლობალურ გადაწყვეტას მოითხოვს.
"ჩვენ ფოლადის სექტორის დასახმარებლად ენერგეტიკული ხარჯებისა და ინდუსტრიული ემისიების შემცირების თვალსაზრისით ღონისძიებებს ვატარებთ, თუმცა პრობლემა გლობალურია და გლობალურ გადაწყვეტას მოითხოვს,"_განაცხადა სოუბრიმ.