ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პირადი ბრძანებით, ფხენიანის ოპერის თეატრში, მიხაილ გლინკას ოპერის "ივან სუსანინის" დადგმისთვის ემზადებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებმა ფხენიანის კონსერვატორიის პროფესორ პაკ ჩონ ნამისგან გაიგეს.
პროფესორის თქმით, კიმ ჩენ ინი მოიხიბლა ოპერის პატრიოტული სულით, რომელიც ახლოს დგას ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობასთან. იგი აქტიურად არის ჩართული ოპერის მომზადებაში.
მისი განკარგულებით, პრემიერა მიმდინარე წელს უნდა შედგეს.
აღსანიშნავია, რომ პირველად არ ხდება, როდესაც ჩრდილოეთ კორეაში რუსული საოპერო ხელოვნებით დაინტერესდნენ – 2009 წელს ფხენიანში ოპერა "ევგენი ონეგინის" პრემიერა შედგა.