ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მაგული კუნჭულიას ინფორმაციით, გამგეობაში სულ 121 საჯარო მოხელეა დასაქმებული, აქედან 48 თანამშრომელი ქალია. ამავე სისტემაში ცხრა სამსახური ფუნქციონირებს, რომელთაგან მხოლოდ ორის – გამგეობის ადმინისტრაციულისა და სოციალური სამსახურების ხელმძღვანელ პოსტებზეა ქალბატონები.
მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედი 31 დეპუტატიდან ხუთი ქალბატონია და აქედან მხოლოდ ერთს უკავია ხელმძღვანელი პოსტი, იგი სოციალური კომისიის თავმჯდომარეა. შედარებით განსხვავებული სურათი საკრებულოს აპარატში, სადაც ხელმძღვანელიცა და თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ქალბატონია. აქ 24 თანამშრომლიდან 18 ქალბატონია , ექვსი კი მამკაცი.
რაც შეეხება ა(ა)ი-პ-ებს, აქ დასაქმებულთ, მათ შორის 550 ქალია. აქედან უმეტესი წილი საბავშვო ბაღებში დასაქმებულ ქალბატონ თანამშრომლებზე მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალები ლანჩხუთში ფაქტობრივად რიგითი თანამშრომლების ამპლუაში გვევლინებიან. სხვადასხვა სამსახურებში ბუღალტერთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ქალია. დღესდღეობით გამგეობის გარე 13 მოქმედი სამსახურიდან მხოლოდ ერთს – კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ხელმძღვანელობს ქალი, დანარჩენ სამსახურებში უფროსად და მის მოადგილეებად მამაკაცები არიან წარმოდგენილი.