"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში ვადამდელი არჩევნები 2016 წლის მაისში ჩატარდება.
ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა მგელაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ოზურგეთში ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე იქნება.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას არ დაადასტურა.

































































