საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხაურა:
_ მინდა გამოვეხმაურო გოგი თოფაძის მორიგ შეტევას საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. მე ახლა ვსაუბრობ ხაზგასმით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრის სტატუსით.
ამ თემაზე პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრეთ ბუნებრივია, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამიზნედ შერჩეული ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ევროატლანტიკურ ასპარეზზე, ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირის წინააღმდეგ, გოგი თოფაძის, პარლამენტში, თუ განსაკუთრებით პარლამენტს გარეთ, მისი მხარდამჭერების, თუ შემკვეთების არის ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლებო, ანტიქართული კამპანია.
მე მოველი, მრეწველთა ფრაქციის იმ წევრებისგან, რომლებიც ქართული ოცნების წევრები არიან, პასუხს იმაზე, რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, ასეთ ფრაქციაში, ამ თავმჯდომარის პირობებში საქმიანობის გაგრძელება.
მე მოველი მრეწველთა პარტიის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ტყემალაძისაგან, რომლისგანაც არაერთხელ მოგვისმენია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დამადასტურებელი პოზიციები, მოველი ამჟამად რას ფიქრობს მისი ფრაქციის თავმჯდომარის ამგვარ განცხადებებზე., _ აღნიშნა ბერძენიშვილმა.

































































