დღეს, ლანჩხუთის საოლქო საარჩევო კომისიამ თავმჯდომარე და მდივანი აირჩია.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხმათა უმრავლესობით, 4 ერთის წინააღმდეგ, თამარ ბისიეშვილი გახდა.
რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო კომისიის წევრთა არჩევნებისას 100%-იანი მხარდაჭერა გამოუცხადა.
თამარ ბისიეშვილი 2004 წელს საოლქო კომიის თავმჯდომარე, ხოლო 2006 -2008 წლებში საოლქო კომიის რიგითი წევრი იყო. 2008 წლიდან დღემდე კი, კომისიის მდივნის პოსტი ეკავა.
რაც შეეხება საოლქო კომისიის მდივანს, კომისიის წევრებმა თავდაპირველად ამ პოსტზე ლალი კიკაბიძის კანდიდატურა წამოაყენეს, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
შემდეგ კი, კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, მდივნად ნინო მგელაძე აირჩიეს, რომელიც 2008 წლიდან დღემდე საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობს.





































































