რუსეთის ქალაქ იაროსლავში 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია, ხოლო მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს შენობაში 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთში ბუნებრივი აირის გამო ძველ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში აფეთქებები ხშირად ხდება. გასულ წელს 15, ხოლო 2014 წელს 18 აფეთქება მოხდა.






































































