https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნიშნავს თუ არა ცესკო საოლქო კომისიებში პარტიულ აქტივისტებს

16:02; 17.02.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან  გათავისუფლებული თანამშრომლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ. სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ უკვე მზადდება და რამდენიმე დღეში სასამართლოში შევა.

საოლქო კომისიების წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე ისე ჩაატარა, რომ პოსტებს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაიკავებენ. თუმცა, ცესკოში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად წარსულში მათი პოლიტიკური აქტივობისა, კონკურსით შერჩეულებს მმართველ პარტიასთან კავშირი ვერ ექნებათ.

ამასთანავე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მათ არავინ გაუთავისუფლებიათ და კონკურსი იმ თანამდებობებზე გამოცხადდა, რომელზეც მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურათ.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ გზით ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

ამ ბრალდებებს მმართველი გუნდი "პოლიტიკურ სპეკულაციას" უწოდებს და ირწმუნება, რომ პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევა ცესკოში აღარ ხდება.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით, რომლის მოთხოვნაა საოლქო კომისიების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 182 საოლქო კომისიის წევრიდან 74 პოლიტიკურად აქტიური და კონკრეტული პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები დანიშნა, _ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.  

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, საოლქო კომისიები აირჩევენ თავმჯდომარეებს და მთელ რიგ ოლქებში თავმჯდომარეებად  სწორედ პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები დაინიშნებიან.

"სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა ცესკო ზრუნავდეს მომავალი არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაზე, დღეს ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას.

საოლქო კომისიების ნეიტრალიტეტი  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ ეს კომისიები განიხილავენ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებს.

ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არასამთავრობო სექტორმა  ცესკო-ს მიაწოდა კონკრეტული ფაქტები ამ პირების პოლიტიკური კავშრების/კუთვნილების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ  ცესკო-ს შემადგენლობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხოლოდ პარტიული წევრების მიერ და ცალსახაა, რომ ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და სხვა კონკურსის წესით არჩეული და ნეიტრალიტეტის ვალდებულების მქონე წევრების მონაწილეობით და მითითებით განხორციელდა", _ აღნიშნა ბოკუჩავამ.

უმცირესობის დეპუტატმა დღეს იმ კანდიდატების ვინაობაც დაასახელა, რომლებიც უახლოეს დღეებში, საოლქო კომისიები თავმჯდომარეებად აირჩევენ.

"ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მთელ რიგ ოლქებში თავმჯდომარეებად დაინიშნებიან სწორედ პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები. მაგალითად:

თელავში, დღეს ჩატარდება სხდომა, სადაც აირჩევენ გიორგი კალმახელიძეს, რომელიც არის თელავის მერის პლატონ (პაატა) კალმახელიძის ბიძაშვილი.

საყურადღებოა, რომ ეს პიროვნება საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში საოლქო კომისიის წევრად არჩევის დროს, იგი იყო საბერძნეთში და დღეს საგანგებოდ ჩამოაფრინეს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად;   

ასევე უახლოეს დღეებში, აირჩევენ ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ლალი კიკაბიძეს, რომელიც 2013-2014 წლების არჩევნებზე ამავე საოლქო კომისიაში იყო დანიშნული პარტიიდან "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს";

სამტრედიაში აირჩევენ ნინო ვაშაკიძეს, გამგებლის მოადგილის შვილს, რომელიც ასევე ქართული ოცნების აქტივისტია; ხობში აირჩევენ დათუნა ჯობავას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია;  

სენაკში აირჩევენ ცოტნე შუშანიას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის კახა რუსიას მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია", _ აღნიშნა ბოკუჩავამ.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად პარტიული ნიშნით დანიშვნის შესახებ  ინფორმაცია აქვთ კომისიების ყოფილ წევრებსაც. როგორც ისინი აცხადებენ, არ იციან რატომ არ მოხდა მათი თავიდან არჩევა.

სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახობაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ თანამდებობას 10 წლის განმავლობაში იკავებდა, თუმცა აქამდე პრობლემა არასოდეს შექმნია.

"ჩემს კანდიდატურას ცესკოს პარტიულმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. ეს არის კონკრეტული მიზეზი, რის გამოც გამათავისუფლეს. ხმის მიცემის ოქმებში ასეა დაფიქსირებული. 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ თანამდებობაზე და უცებ გაჩნდა პრობლემა. ეს ტერიტორიული ორგანო მუდმივმოქმედად 2006 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროიდან მოვყვებით ამ სამსახურს. არავის ადგილებზე ჩვენ არ მივსულვართ", _ აღნიშნავს ახობაძე.

მისივე თქმით, ახლადარჩეული წევრები და კანდიდატები პარტიული ნიშნით შეარჩიეს, თუმცა, ვალდებულებისა რომ ცესკოს ეს შეემოწმებინა, არ შეუმოწმებიათ ვის ირჩევნდნენ.

"პირდაპირი მოთხოვნაა, რომ თვითონ კანდიდატი პარტიული არ უნდა იყოს, არჩეულ წევრზეც არ არის აქ საუბარი.  ცესკოს ამ შემთხვევაში საბუთებიც კი არ უნდა მიეღო. თუ ვინმეს CV-ში არ ეწერა, მაგრამ იყო ამაზე ინფორმაცია, რომ პარტიის წევრი იყო, ეს უნდა მოეკვლიათ", _ ამბობს ახობაძე.

 ნინო დათუნაშვილი, რომელსაც  ახობაძის მსგავსად მოუხდა საოლქო საარჩევნო კომისიის დატოვება, აღნიშნავს, რომ გათავისუფლებები 2015 წლიან დაიწყო.

"ეტაპობრივად მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გამათავისუფლეს. 2015 წლის აგვისტოში პროფკავშირი ჩამოვაყალიბეთ. მას შემდეგ ვცდილობთ, დავსვათ პროფკავბშირთან სასაუბროს ცენტრალური სააღცევნო კომისია, მაგრამ  თავს გვარიდებენ.  ზეწოლასაც ჰქონდა ადგილი თვეების მანძილზე. არაფერს ითვალისწინებენ რასაც ვუგზავნით. ჩვენ წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ კონკურსანტებს შორის პარტიული კავშირების მქონე ადამიანები  იყვნენ, თუმცა არ გაითვალისწინეს. ბოლომდე ვაპირებთ ვიბრძლოთ, ვამზადებთ სარჩელს და უახლოეს დღეებში სასამართლოს მივმართავთ.

გვყავდა 10 წლის გამოცდილების კადრები, რომლებსაც ერთი საყვედურიც კი არ ჰქონდათ მიღებული, პირიქით, მადლობის სიგელებს და ჯილდოებს იღებდნენ, თუმცა, ასეთი ადამიანებიც ცესკოს გარეთ დარჩნენ. არადა, სწორედ ამ ადამიანების მუშაობით ამაყობდა ცესკო 2012 წლის არჩევნების მოგებას", _ აღნიშნავს დათუნაშვილი და და დასძენს, რომ სასამართლოში სარჩელი პირველ ეტაპზე, პროფკავშირების სახელით შევა.

მისივე ინფორმაციით, 182 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, ძველი კადრებიდან მხოლოდ 55 აირჩიეს თავიდან. 127 კი, ახალი წევრია.

"ამ 127-ს შორის,  74-ზე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ პარტიული ნიშნით აირჩიეს. ისინი სხვადასხვა პარტიებში არიან ნამუშევარი. უმრავლესობა კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები არიან. გარდა ამისა, არის ნეპოტიზმის ფაქტებიც", _ აღნიშნა დათუნაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

"გურია ნიუსთან" საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე ამბობს, რომ ცესკოდან არავინ გაუთავისუფლებიათ და ამ ადამიანებს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურათ.

"საოლქო საარჩევნო კომისიაში 380 მუდმივმოქმედ წევრიდან, რომლებიც კანონის მიხედვით, აირჩევიან 5-წლიანი ვადით უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 193-ს, ამიტომ ამ პოზიციებზე  ვაკანსიები იყო  გამოცხადებული. არჩეულია 182 ადამიანი, რომელთაგან  55   საოლქო საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ  უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ, თუმცა ცესკომ  ისინი  5-წლიანი ვადით ხელახლა აირჩია", _ აღნიშნა მიქელაძემ.

 "რაც შეეხება  74 პირს, რომელთა დაკავშირებითაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან ხდება აპელირება,  ეს ადამიანები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე იყვენ ენ წარდგენილები პოლიტიკური პარტიებიდან საარჩევნო ადმინისტრაციებში, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე  საუბნო სარჩევნო კომისიებში. ისინი იყვნენ საარჩევნო მოხელეები", – განაცხადა მიქელაძემ და დასძინა:

"ვინაიდან, კანონმდებლობის მიხედვით პირი, რომელიც არის საარჩევნო მოხელე და საარჩევნო ადმინისტრატორი, ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონმდებლობის მიხედვით. ის არ ატარებს მისი დამნიშნავი სუბიექტის ინტერესებს.  ამას ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ არცერთი საჩივარი მათ მიკერძოებულობასთან  ან მუშაობასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ყოფილა წარდგენილი შესაბამის საარჩევნო სამინისტრაციაში. არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მათი მიკერძოებულობის შესახებ", _ აღნიშნა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკოში აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებს, რომლების არჩევაც ხელახლა არ მოხადა, უწყებისთვის არ მიუმართავთ.

"მათ არ მოუმართავთ ცესკოსთვის და არ უთხოვიათ შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. თუკი ისინი მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიაწოდებს  შესაბამის პასუხს, შეძლებენ თუ არა ისინი შეხვედრას.

ამასთანავე, არცერთი საჩივარი სასამართლოში ჯერჯერობით შეტანილი არ არის. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მათ  ორი დღის ვადაში ჰქონდათ. მათ გეგმებთან დაკავშირებით ცესკო ინფორმაციას არ ფლობს", _ უთხრა "გურია ნიუსს" მიქელაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მოქალაქეთა შეხვედრა გუბერნატორთან და დახმარების მოლოდინი

ჩინეთმა კუნძულ ვუდზე რაკეტები განალაგა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო