BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ ანკარაში მოხდარი ტერაქტის უკან სირიული დაჯგუფება KURDISH YPG დგას და მისი მებრძოლები "ქურთულ მშრომელთა პარტიასთან" თანამშრომლობდნენ.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა 9 პირი დააკავეს, ხოლო დაღუპულთა შორის "ქურთისტანის მშრომელთა პარტიის" მებრძოლებიც არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამე ანკარაში მოხდარი ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 61 დაშავდა. აფეთქება პარლამენტსა და სამხედრო საგუშაგოს შორის მოხდა.






































































