პარლამენტმა 78 ხმით ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე იმ გარემოების გამო შეუწყდა, რომ იგი იუსტიციის საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა დღეს ორჯერ გაიმართა. თავდაპირველად კენჭისყრის შედეგად მომხრე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, რაც გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ იყო, თუმცა როგორც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, რამდენიმე დეპუტატის პულტმა არ იმუშავა.
მურუსიძისთვის უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი პარლამენტმა მეორედ უყარა.