გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსია მოსალოდნელი.
23 თებერვალიდან გამოიდარებს. 29 თებერვლამდე სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა იქნება +14 +19 გრადუსი.