BBC-ის ინფორმაციით, შოკოლადის მწარმოებელმა კომპანია "მარსმა" სნიკერსი და მარსი გერმანიაში გაყიდვიდან ამოიღო, მას შემდეგ რაც ნაწარმში პლასტმასის ნაჭრები აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, ამერიკული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია გერმანიაში ყოველდღე 10 მილიონ შოკოლადის პროდუქტს ამზადებს.
"მარსმა შოკოლადის პროდუქტები მარსი, სნიკერსი და მილქი ვეი ვაჭრობიდან ნებაყოფლობით ამოიღო, მას შემდეგ რაც მასში პლასტმასი იპოვნეს,"_აცხადებენ კომპანიაში.