ცოტა ხნის წინ რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" თავის ფურცლებზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "შოპინგ-ტურების" შესახებ გავრცელებული სტატია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ პუტინი ცნობილი ბრენდ-მაღაზიების ხშირი სტუმარია და გაზეთის ვერსიით ძვირადღირებული ბრენდებით იმოსება.
რუსმა ჟურნალისტებმა პუტინის რამდენიმე შენაძენის სიაც გამოაქვეყნეს:
კოსტიუმი "ბრიონი" – 5 ათასი დოლარი, ფეხსაცმელი "ფერაგამო" – 2 ათასი დოლარი, ლაბადა "ნინა რიჩი" – 2,5 ათასი დოლარი, ქუდი "ზილი" – 2 ათასი დოლარი, მზის სათვალე "კარტიე" – 700 დოლარი და "პატეკ ფილიპის" მაჯის საათი – 60 ათასი დოლარი.