მილანში, დასაქმებულებს სამსახურში ველოსიპედით მისვლისთვის ხელფასს გადაუხდიან. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მილანსა და ქვეყნის სხვა ნაწილში ჰაერის დაბინძურების დონემ სახიფათო ზღვარს მიაღწია.
"დასაქმებულებს ველოსიპედით სამსახურში მისვლა აუნაზღაურდებათ, მსგავსი პროექტი საფრანგეთშიც არსებობს,"_აცხადებენ ხელისუფლებაში.
როგორც ცნობილია, მსგავსი სისტემა საფრანგეთში 2014 წელს შემოიღეს და ველოსიპედით გავლილ ერთ კილომეტრზე თანამშრომლებს 25 ცენტს უხდიან.