ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა, შენობის დიდი ნაწილის ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, აუდიტის სამსახურების უფროსები.
უცნობია ზარალის ოდენობა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.