ნინო ბურჯანაძის თქმით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია სრული შემადგენლობით ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
"დღეს მოდაში შემოვიდა, მათ შორის ოპოზიციურ ძალებშიც, რომ აკრიტიკებენ "რესპუბლიკურ პარტიას" და არ აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს. ეს ხდებოდა ყოფილი პრემიერის დროსაც, როდესაც ღარიბაშვილი და ივანიშვილი იყვნენ კარგები, ხოლო რესპუბლიკელები ცუდები და ეს ტენდენცია დღესაც ძალიან ნათლად შეინიშნება"- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" კოალიციაში ყოფნა არის არა თავად რესპუბლიკელების, არამედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
"ყველაფერი რასაც აკეთებენ რესპუბლიკელები, არის არა მათი ბრალი ან დამსახურება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ბრალი და დამსახურება, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით თავად არის ნამდვილი რესპუბლიკელი! თავისი არსით, მენტალიტეტითა და იმ გადაწყვეტილებით, რომ "რესპუბლიკური პარტია" თავის დროზე აერჩია კოალიციის საძირკველად, მე მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის "რესპუბლიკური პარტიის" ფარული წევრი"-განაცხადა ბიბო ბურჯანაძემ.