"ბათუმის წყლის" ხელმძღვანელის მიმართ არსებული ბრალდებების შესწავლა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე დაავალა. პრემიერის განცხადებით, იყო ბრალდებები, რომ რაღაც შეკამათების შედეგად ერთ-ერთი კვების ობიექტში წყალი შეწყვიტეს და ეს საკითხი დრიულად უნდა გაირკვეს:
"ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დადასტურდება, მე მინდა, რომ ამ პიროვნებამ სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა.
აუტანელია და საერთოდ, ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.
კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს საკითხი დადასტურდება სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.
შესაძლოა, ეს იყოს უსფუძვლო ბრალდება, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას – მე მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს – ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც ვართ საჯარო სივრცეში.
უნდა ვიყოთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს და არ უნდა მივცეთ საბაბი არავის, რომ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.