საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი – ვახტანგ მჭედლიშვილი.
მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს წევრებს საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 29 თებერვალს წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 22 თებერვალს, მას შემდეგ გახდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.