მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, რომელიც თებერვლის ბოლოს აღინიშნა, თურქეთში ერთი საინტერესო მიმართვა გავრცელდა. საინტერესო, უპირველეს ყოვლისა, ქართველებისათვის. საქართველოს კულტურის ცენტრმა სტამბოლში, გალათასარაის ლიცეუმში ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარის ფაზლი ქაიას განცხადება გაავრცელა.
განცხადებში აღნიშნულია, რომ თურქეთში არსებული ენების გადასარჩენად აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები და ქვეყანაში მცხოვრები 2-3 მილიონი ქართველისათვის თურქეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით ქართულენოვანი მაუწყებლობა იქნას შემოღებული.
მშობლიური ენის გადასარჩენად ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართველებს უნდა მიეცეს მშობლიურ ენაზე განათლების საშუალება სახელმწიფო სკოლებსა და კოლეჯებში. სხვა რეგიონებში კი ქართველ ბავშვებს ქართული ენაზე უნდა ასწავლიდნენ. ეთნიკური იდენტობა და მშობლიური ენის გამოყენების უფლება კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული და გამყარებული სხვა ნორმატიული აქტებითაც. უნდა მოხდეს მშობლიურ ენასთან დაკავშირებული საერთაშორისო ქარტიებისა და სხვა შეთანხმებების რატიფიცირებაც.