ელდარ, იგივე ფარვიზ ბერძენიშვილი მეწაღეა. მისი პატარა სახელოსნო ჩოხატაურში, ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობაში მდებარეობს. სახელოსნოში ყოველთვის ხალხმრავლობაა. ელდარს მეტყველებასთან და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. როგორც თვითონ გვითხრა, ხელობა მეზობელმა, დემურ გიორგაძემ შეასწავლა, თუმცა, მას მზარეულობა ჰქონდა გადაწყვეტილი და აპირებდა კიდეც კურსების გავლას. ელდარი ამბობს, რომ ეს, დაახლოებით, 50 წლის წინ დაიწყო.