ინდოეთში დაბინძურებული ტბის სანაპიროზე ათასობით დაღუპული თევზი გამოირიყა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტბა სათევზაოდ და სანაოსნოდ პოპულარული ადგილია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მის დასუფთავებაზე არ ზრუნავს.
გარემოს დამცველის, კირან კუმარის თქმით, ტბის წყლის ნიმუშს ტესტირება უკვე ჩაუტარდა.
როგორც ცნობილია, მასში დიდი რაოდენობით, ფოსფორი და სხვა არაორგანული დანამატები აღმოჩნდა.