ქალთა საერთაშორისო დღე – რვა მარტი 1914 წლიდან აღინიშნება.
გაზაფხულის ერთ ჭირვეულ დღეს, ფეხსაცმელებისა და შალის მანუფაქტურის მუშა ქალებმა გადაწყვიტეს, ნიუ-იორკში საყოველთაო მანიფესტაცია მოეწყოთ – მათ არ სურდათ 16-საათიანი სამუშაო დღე და ამას საჯაროდ აპროტესტებდნენ.
ამ პერიოდისთვის მამაკაცებს უკვე ჰქონდათ სერიოზული მონაპოვარი – 10-საათიანი სამუშაო დღე.
დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა, მაგრამ, ამას დიდი ხმაური მოჰყვა.
გაზეთებმა ეს ამბავი აიტაცეს და საგაზეთო სტატიებში "ქალთა დღე" უწოდეს. ხომ ხვდებით, რომ სადღესასწაულო ამაში არაფერი იყო, არადა, დღეს 8 მარტს ყვავილებსაც კი ვიღებთ საჩუქრად.