ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მიშელ ობამას მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდის ფარგლებში წარმოებულ კამპანიას "ლეთს მუვ" ჰქვია და მიშელ ობამამ და სერენა უილიამსმა სხვა სპორტსმენებთან და ბავშვებთან ერთად ცეკვის ვიდეო ჩაწერეს, სადაც ყველას მოუწოდებენ კამპანიაში ჩართვისკენ.
სერენა უილიამსი დიდი ხანია თანამშრომლობს მიშელის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარის გადარიცხვას აპირებს კამპანიის დასახმარებლად.