"გუშინ ღამით მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახულია თანხების გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან. გადარიცხვა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა გააკეთა, მეტსახელად ბუღამ.
ბანკი არის "სულს ამოგხდით", გადმორიცხულია 7 450 000, ხოლო საქართველოში მიმღები ბანკია "ბოლო გაფრთხილება". თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე და მითითებულია გივი თარგამაძე.
ხოლო თანხის გამოყენების დანიშნულებად მითითებულია მახათების და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის", _ ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მერ გავრცელებლ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან, ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელამ ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადაურიცხა.
კალაძემ ჟურნალისტებს იმიტირებული გადარიცხვის ფურცელიც წარუდგინა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შოუს მოწყობა სცადა"
_ მათი განცხადებები მხოლოდ სიცრუეს და დემაგოგიას ეფუძნება, _ დასძინა კალაძემ.