"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწევს და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ გმირ მფრინავ ნადია სავჩენკოს. "ნაცმოძრაობის" ოზურგეთელი წევრები ასევე ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ნადია სავჩენკო!
"პროტესტის ნიშნად დავწვით რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის სურათები"– აცხადებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ოფისში.
ნადეჟდა სავჩენკო , რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ აიდარის შემადგენლობაში მოხალისის სტატუსით იბრძოდა, 2014 წლის ივნისში პრორუს სეპარატისტებს ტყვედ ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ის რუსეთში გადაიყვანეს და რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.