ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში 20 ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, წინასწარი მონაცემებით ტყეს ცეცხლი დაუდევრობით, კერძო ნაკვეთში დანთებული ცეცხლიდან მოედო.
პირველი ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან გურიის გუბერნიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.