"გურია ნიუსი" ემიჯნება პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ამორალურ და დანაშაულებრივ პრაქტიკას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობას.
ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპულ ოჯახში ინტეგრირების სურვილი, ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; არ წაახალისოს არასასურველი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ოპონენტის, ნებისმიერი მოქალაქის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა, ფარული მიყურადება, გადაღება და შემდგომ, ტირაჟირება.
მიგვაჩნია, რომ ისტორიული შეცდომების, დანაშაულობების გამეორება და შანტაჟის ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელება მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული განვითარება სწორედ ადამიანის უფლებების ღირსეულ დაცვაზეა დაფუძნებული!
ამიტომ, "გურია ნიუსის" რედაქცია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომლის მოვალეობაა დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოში, ერთხელ მაინც, ბოლომდე და სრულფასოვნად გამოძიონ, მოიკვლიონ ამგვარი ფაქტები და რაც მთავარია, კანონის შესაბამისად დასაჯონ დამნაშავეები!