გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს გმობს დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.
"ეს არის სიბინძურე, ეს არის ქართველი ერის შეურაცხყოფა, რომ ვიღაცა ბედავს დღევანდელ დღეს ფარული პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ავრცელებს. მინდა განვაცხადო, დროულად უნდა იქნას ეს საქმე გამოძიებული და როგორც ვიცი უკვე ამასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებული აქვს შესაბამის უწყებებს და დაწყებულია გამოძიება. არ არის ეს ალბათ რთული გამოსაძიებელი და უმკაცრესი რეაგირება უნდა მოხდეს."