პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება მიუღებელი და დასაგმობია, მაგრამ უფრო დიდი უზნეობაა, ვინც ამ თვალთვალის სისტემას გუშინ ნერგავდა, დღეს მორალზე და ამორალობაზე რომ გვესაუბრება – სალომე ზურაბიშვილი გუშინ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს სოცალურ ქსელში ეხმაურება.
"პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ნამდვილად პირადი თავისუფლების შელახვაა და ამდენად მიუღებელი და ყველანაირად დასაგმობი, ამაზე ყველა ვთანხმდებით … ამას ბევრი გავრცობა და განმარტება არც სჭირდება…. მაგრამ უფრო დიდი უზნეობაა როცა ისინი, ვინც ამ მუდმივi მოსმენის და თვალთვალის უღირს სისტემას გუშინ ნერგავდნენ ქვეყანაში, დღეს მორალზე და ამორალიზმზე როცა გივქადაგებენ… ეს არის მართლაც ცინიზმის, უტიფრობის და თავხედობის მწვერვალი… და რუსთავი 2 ს მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი რომ წინ აღუდგება "ტერორს," როცა ჩერგოლეიშვილი შეშფოთებული სახით მორალზე საუბრობს და საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხლებს. მეცინება, მეტირება და მეცოდება საზოგადოება, რომელსაც ამ გვარად დასცინიან!"– წერს სალომე ზურაბიშვილი.