"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, დღეს დილით ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ვ. ჯახვას ოჯახში რამდენიმე ტომარა თხილი მოიპარეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება პოლიციაში დღეს დილით შევიდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. პრესსამსახურში აცხადებენ რომ უცნობია, როდის მოხდა ქურდობის ფაქტი. ამ ეტაპზე დაუდგენელია ზარალის ოდენობაც.