მაესტროს ბიზნესგადაცემების შემოქმედებით ჯგუფი, "საქმიანი დილა" და "ბიზნესკონტაქტი" შპს "სტუდია მაესტროსთან" თანამშრომლობას წყვეტს.
"საქმიანი დილა და ბიზნესკონტაქტი"-ს შემოქმედებითი ჯგუფი აცხადებს, რომ მომავალში ურთიერთობას ტელეპროდუქციის წარმოებაზე მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე გააგრძელებს.
"ჩვენ ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ პარტნიორულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები ყოველთვის ემყარებოდა საქმიან პარიტეტს, რაც თავისთავად ნიშნავს არსებული კანონმდებლობის უცილობელ დაცვას და პარტნიორული ურთიერთობების პატივისცემას.
ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი სრულ პასუხისგებლობას იღებს "მაესტრო"-ს ეთერში ჩვენს მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე და მის შინაარსზე, რომელიც ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო, ბიზნეს საზოგადობის მხრიდან აღიარებული როგორც ყველაზე მაღალ პროფესიული და დაბალანსებული სატელევიზიო პროდუქტი.
ასე იყო თითქმის ბოლო ორი წლის მანძილზე "მაესტრო"-ზე და ასე იქნება მომავალშიც. იქნება ჩვენი პასუხისგებლობით და ერთიანობით. გუნდი, კიდევ არაერთ სატელევიზიო პროდუქტს შესთავაზებს მაყურებელს! მანამდე კი ვადასტურებთ ჩვენს ერთიან პოზიციას და გპირდებით, რომ საქმიანი დილიდან გვიან საღამომდე ვრჩებით ერთმანეთთან ბიზნესკონტაქტზე!" _აღნიშნულია განცხადებაში და განმარტებულია, რომ შპს "სტუდია მაესტროს" ბუღალტერია 1 აპრილიდან დატოვებს.