ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესება და ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი.
14 მარტს, დღის ბოლოს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
15-17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 15 მარტს შესაძლებელია ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.
18– 19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები.
20 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
ხვალ, სამშაბათს მოსალოდნელია დღისით 9 , ღამით -1 გრადუსი ტემპერატურა. დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში.
22 მარტიდან გამოიდარებს, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.