ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პარალელურად, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოინახულა.
"რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად იცვლება, გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და მთლიანად დარეგულირდება წყლის მიწოდების სისტემა.აღნიშნულმა სამუშაოებმა ასფალტის დაზიანება გამოიწვია, თუმცა აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესი თვენახევარში დასრულდება და ქალაქი წყლის მიწოდების გამართული სისტემით იქნება უზრუნველყოფილი." – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
(R)