თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი, რომელსაც დაცვის თანამშრომლები დილიდან შენობაში არ უშვებენ, უნივერსიტეტში შესვლას ცდილობენ.
როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სტუდენტები სკანდირებენ: "ძირს, თეთრი თვითთმართველობა".
მოწოდებული ინფორმაციით, სტუდენტების ამ ნაწილმა უნივერსიტეტში შესვლა ვერ მოახერხა.
თუმცა, სტუდენტების მეორე ჯგუფი, რომლებიც თვითმმართველობის მხარდამჭერები არიან, რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტში ამ დრომდე რჩებიან. ისინი პაპავას გადადგომამდე კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ.