თსუ-ს სტუდენტების ნაწილი, რომლებსაც დაცვის თანამშრომლები შენობაში დილიდან არ უშვებდნენ, უნივერსიტეტში ფანჯრიდან ძვრებიან.
"გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ სტუდენტების ნაწილმა შენობაში ამ გზით შესვლა მოახერხეს.
ცნობისთვის, უნივერსიტეტში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალის გამოყენებით რექტორის კაბინეტი დაიკავეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. ისინი ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.