ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო მასალები გადასცა.
თუნუქის სახურავი, ხის მასალა, არმატურა, ცემენტი და სამშენებლო ბლოკი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცა.
76 560 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები დღეს ბაილეთის, ბოხვაურის, შრომის, ნატანების, ჯუმათის, მთისპირის, ნასაკირალის, შემოქმედის, ურეკის, მერიისა და ბახვის ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებმა დაზარალებულმა ოჯახებმა მიიღეს.
(R)