პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დანიშნა.
როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი დაიცავს იმ პოზიციას, რომლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.
"დღეს დავნიშნეთ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე სრულიად დემოკრატიული, ღია პროცესით შევარჩიეთ, ასევე, თანამშრომლობით კოალიციასთან. მან მოიპოვა ხმები პარლამენტში და ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წარმოდგენილი", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, 2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა.
ცნობისთვის, კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.
კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამავე თემაზე:
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა კობა გვენეტაძე აირჩია
კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ამაღლდეს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დაასახელა