ანკარაში კვირას მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა ტერორისტულმა დაჯგუფება TAK-იმ აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, დაჯგუფება აღნიშნავს, რომ მათ ტერაქტი ფაშისტური თურქეთის სამხედროების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით მოაწყვეს და სამიზნეს მშვიდობიანი მოქალაქეები არ წარმოადგენდნენ.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ გასულ თვეში ანკარაში კიდევ ერთი აფეთქება მოაწყვეს.
როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ტერაქტში "ქურთისტანის მუშათა პარტია" დაადანაშაულა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება TAK 2004 წელს ჩამოყალიბდა და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" რადიკალურად განწყობილ განშტოებად მიიჩნევა.
როგორც ცნობილია, ანკარაში 13 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად 37 ადამინი დაიღუპა, რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტმა ტერორიზმის დაჩოქების პირობა დადო.