DAILYMAIL-ის ცნობით, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერსანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა არ დაუშვან საბერძნეთის ლტოლვილების ბანაკად გადაქცევა.
"როგორ აპირებთ დაეხმაროთ საბერძნეთს თურქეთთან ხელშეკრულების დადების გარეშე? ნამდვილად გსურთ დაგმოთ საბერძნეთი და დანარჩენი ევროპისთვის ლტოლვილთა ბანაკად გადააქციოთ? "_განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერები ორი დღის განმავლობაში მიგრანტების კრიზისთან ბრძოლაში თურქეთის როლზე იმსჯელებენ.