საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქის ხელმძღვანელი პირების მიერ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის არაერთი ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით და კონტროლის მიზნით განხორციელებული შესყიდვებით დადგინდა, რომ სხვადასხვა აფთიაქში სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რომლის მეშვეობითაც აფთიაქების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით, 1-დან 3 წლამდე.