ლარი ელისონი – 71 წლის
კომპანია „ორაკლის” მფლობელი ლარი ელისონი 39,5 მილიარდი დოლარით, ყველაზე მდიდრების რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. ელისონი ამერიკაში ავტომობილებისა და თვითმფრინავების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კოლექციონერად ითვლება. ცნობისთვის, მას ოთხი ცოლიც კი ჰყავდა, თუმცა ამჟამად მილიარდერი თავისუფლებით ტკბება და უცოლო მილიარდერთა რეიტინგში ყოფნით იწონებს თავს.
ჩარლზ დანსთოუნი – 51 წლი
ბრიტანული კომპანია „ქარფოუნ უერჰაუსის” მფლობელი ჩარლზ დანსთოუნი 1,8 მილიარდი ამერიკულ დოლარის კაპიტალს ფლობს და სამშობლოში იგი ერთ-ერთ ყველაზე დიდსულოვან ადამიანადაა მიჩნეული. ის თავის კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს მუდამ სიურპრიზებს უწყობს. მაგალითად, თუკი რომელიმე თანამშრომელს სამუშაო დღეს დაბადების დღე უწევს, იგი სამსახურიდან ერთი დღით თავისუფლდება, ხოლო კომპანიის სახელით მასთან სახლში უზარმაზარ ტორტს აგზავნიან. დანსთოუნი ჯერაც დაუქორწინებელია.
დევიდ როსი – 47 წლის
დევიდ როსი ჩარლზ დანსთოუნის ბიზნესპარტნიორია და მათ ერთად ჩამოაყალიბეს კომპანია „ქარფოუნ უერჰაუსი”, რომელიც თავდაპირველად მობილური ტელეფონების გაყიდვებზე იყო სპეციალიზებული. დღესდღეობით, ეს კომპანია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია დიდ ბრიტანეთში და მისი მფლობელები მილიარდერები არიან. როსის კაპიტალი 1,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და თავისი პარტნიორის მსგავსად, ისიც დაუქორწინებელია.
პიტერ ტილი – 48 წლის
პიტერ ტილი კომპანია „ფეიფალის” მფლობელი და დამაარსებელი გახლდათ, სანამ „იბეის” არ მიჰყიდა თავისი აქტივები. მისი ინვესტიციების დახმარებით, მარკ ცუკერბერგმა "ფეისბუქის" ამუშავება მოახერხა. ტილის კაპიტალი 1,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად მას აქტიური დასვენება და მეგობრებთან ჭადრაკის თამაში უყვარს.