მსახიობ შირლი ტემპლის ლურჯი ბრილიანტის ბეჭედი აუქციონზე მომავალი თვიდან გაიყიდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტემპლი 1930-იან წლებში ჰოლივუდის ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი იყო, რომელიც 2014 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ხელოვნების ინდუსტრიიდან წასვლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო განაში და ჩეხოსლოვაკიაში.
როგორც ცნობილია, ბეჭედის საწყისი ფასი 25 მილიონი დოლარი იქნება და 35 მილიონ დოლარამდე ეღირება.
სოთბის აუქციონის სახლის განცხადებით, 9. 54 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი ტემპლის მამამ 1940 წელს 7 210 დოლარად შეიძინა.
მისივე ცნობით, ბეჭედი კერძო პირმა მსახიობის ნივთებიდან იყიდა და ახლა მის აუქციონზე გატანას აპირებს.