BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ECONOMIST INTELLIGENCE UNIT-ის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური საფრთხეების ტოპ ათეულში მოხვდა.
ECONOMIST INTELLIGENCE UNIT -ის ტოპ ათეულის მიხედვით, ტრამპი არის გეოპოლიტიკური საფრთხის პირველი კანდიდატი და ის გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
ტრამპი სახიფათოა, როგორც მსოფლიო ეკონომიკისთვის ჯიჰადისტების ტერორიზმი და უფრო საშიშია ვიდრე დიდი ბრიტანეთისთვის ევროკავშირის დატოვება, ჩინეთის ექსპანსიისგან გამოწვეული კონფლიქტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ან ნავთობსადენის აფეთქება.
მათივე ინფორმაციით, ტრამპი საშიში ჩანს გლობალური ეკონომიკისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
როგორც ცნობილია, ის არ განიხილება ისე საშიშად როგორც ჩინეთში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა, რუსეთის ინტერვენცია უკრაინასა და სირიაში ან ევროკავშირის ფრაგმანტაცია.