CNN-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიული სიშორის მიუხედავად, ვაშინგტონის მეტროში პოლიციელები პატრულირებენ.
მაუწყებლის ცნობით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 130-ზე მეტი დაშავდა.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში ორი აფეთქება აეროპორტში, ხოლო ერთი მეტრო სადგურში მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 11, ხოლო მეტროში 15 ადამიანი ემსხვერპლა.
ბელგიის ფედერალური პროკურორის, ფრედერიკ ვან ლეუის განცხადებით, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა მალე გახდება ცნობილი.
მაუწყებლის ცნობით, ბელგიის ხელისუფლებამ თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.