"არსენალის" გერმანელ ნახევარმცველ, მესუთ იოზილს, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი ჰყავს.
იოზილის კუთვნილი "ფერარი 458” 170 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს.
იმავე მარკის ავტომობილებით გადაადგილდებიან ჯეკ უილშირი, თეო უოლკოტი, ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, მიკა რიჩარდსი და მატიე ფლამინი, მაგრამ, მათი "ფერარების" ფასები გაცილებით ნაკლებს ფასობენ.