მაიკლ ჯორდანის სახლის გაყიდვა კვლავ გაჭიანურდა. "დეილი მეილის" ცნობით, ჯერ კიდევ არ მოიძებნა მყიდველი, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის სახლში 13 მილიონ დოლარს გადაიხდის.
ჯორდანი 2014 წლის დასაწყისიდან ყიდის სახლს. თავდაპირველად ის 29 მილიონ დოლარად აფასებდა ილინოისის შტატში, ჰაილენდ პარკში მდებარე უზარმაზარ სახლს, რომელიც 3 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული.
სახლი შედგება 9 საძინებლის, 15 აბაზანა-საპირფარეშოს, 5 ბუხრის, სპორტული დარბაზისა და ღვინის სარდაფისგან.
აღჭურვილია საკალათბურთო დარბაზით, ჩოგბურთის კორტით, აუზით, გოლფის მოედნითა და 15 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხით.