https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

    ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დავიწყეთ

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ე.წ. „ოდეერები” საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ – IDFI

18:03; 24.03.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ე.წ. ოდეერების საქმიანობისა და კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია,  რომ ე.წ. "ოდეერები" საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ. 

 "გურია ნიუსი" კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოში არსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ხელმისაწვდომობის სისტემა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს და გაეცნოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის მოცემულ ჩანაწერს 2015 წლის 27 ოქტომბერს დაემატა დათქმა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები "რომლის თანამდებობას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული" (ცვლილება ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა).

აღსანიშნავია, რომ არც "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონი და არც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა არ მოიცავს კონკრეტულ მითითებას იმაზე, თუ რომელ თანამდებობას შესაძლებელია ქონდეს მინიჭებული გრიფი საიდუმლო. ნაცვლად ამისა, მოქმედ კანონმდებლობაში არის მითითება, რომ საიდუმლოს წარმოადგენს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან. სადავოა, თუ როგორ არის შესაძლებელი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები ამჟღავნებდეს კონკრეტულ პირთა უსაფრთხოების სტრუქტურებთან კონფიდენციალური თანამშრომლობის ფაქტებს. ამასთან, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის აღნიშნული ჩანაწერი არის ძალზედ ბუნდოვანი და ანიჭებს მთავრობას ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას შეზღუდოს წვდომა ქვემოთ ჩამოთვლილ იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციებთან, რომლებსაც არსებული მდგომარეობით ეკისრებათ ვალდებულება წარადგინონ დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროში:

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

5. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.

იმის გასარკვევად, თუ რომელ თანამდებობას შესაძლებელია ქონდეს მინიჭებული გრიფი საიდუმლო IDFI-მ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს. უწყების წერილი არ მოიცავს ჩვენს შეკითხვაზე პასუხს. ნაცვლად ამისა საჯარო სამსახურის ბიურომ მიგვითითა სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაზე. აღნიშნული ნუსხა ადგენს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას შესაძლებელია წარმოადგენდეს ცნობები სადაზვერვო, კონტრ-სადაზვერვო და სხვა სპეცსამსახურების სტრუქტურის, ფუნქციური მოვალეობებისა და მონაცემები ფარული თანამშრომლობის შესახებ, რომელთა გამჟღავნება გამოააშკარავებს სპეცსამსახურების მუშაობის მიმართულებას და დაინტერესების ობიექტებს. ამასთან, მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მე-19 მუხლის ვ) პუნქტის მიხედვით, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო საიდუმლოებას შესაძლებელია წარმოადგენდეს ცნობები, რომლებიც გამოააშკარავებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებშისაქართველოს სპეციალური სამსახურების მოქმედი რეზერვის ოფიცერთა (Офицер Действующего Резерва – ОДР) მუშაობის ფაქტს, მათი საქმიანობის ფორმებს, მეთოდებსა და საშუალებებს.

დამატებით აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა (სულ 25 უწყება). მოცემული სია განსაზღვრავს იმ სახელმწიფო უწყებებს, სადაც შესაძლებელია მივლინებულ იყვნენ ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში ე.წ. "ოდეერები". მთავრობის მიერ იმ სახელმწიფო უწყებათა სიის განსაზღვრა, სადაც შესაძლებელია მივლინებულ იყვნენ ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში, დადებითად უნდა შეფასდეს, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ამ ეტაპზე მეტად განჭვრეტადი გახადა ის სექტორი, სადაც შესაძლებელია, რომ მუშაობდნენ უსაფრთხოების ოფიცრები. მიუხედავად ამისა, როგორც ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, პრაქტიკაში შესაძლებელია მრავლად არსებობდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც ე.წ. "ოდეერები" საქმიანობას ახორციელებენ იმ უწყებებში, რომლებსაც არ მოიცავს ზემოთ მითითებული ნუსხა.

ამავე დროს, საქართველოს უნივერსიტეტში ე.წ. "ოდეერის" საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს, შესაბამისად, მათ არ ჰყავდათ ე.წ. "ოდეერი" და არც უნივერსიტეტს უნდა ჰყოლოდა.

თამარ სანიკიძის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ გარკვეულმა ჯგუფებმა ღიად დაასახელეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებული ე.წ. "ოდეერები", რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირები მაღალ თანამდებობას იკავებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრს, ღია წერილით მიმართა აგრეთვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა, რომელმაც წერილში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, მოითხოვა შესწავლილი ყოფილიყო ე.წ. "ოდეერების" საკითხი როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ისე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში.

ზემოთ მოყვანილი ფაქტების წარმოდგენის შემდგომ, IDFI შეეცადა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოერკვია, რამდენად ჰქონდათ კავშირი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობის პირებს ე.წ. "ოდეერის" საქმიანობასთან.

სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ გეგუჩაძის 2016 წლის 7 მარტს განთავსებული ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება 2015 წელს წარმოადგენდა "სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში" სამმართველოს უფროსს. ამავე 2015 წელს, ზურაბ გეგუჩაძე ასევე იყო სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ ჯერ კიდევ 2015 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ ზურაბ გეგუჩაძე წარმოადგენდა ე.წ. "ოდეერს", რომელიც კვლევის პერიოდისათვის დასაქმებული იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე იღებდა გარკვეულ შრომის ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული ფაქტი არ არის დაფიქსირებული და მის სამუშაო ადგილად მითითებულია მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. აღნიშნულ პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 66 895 ლარი, ხოლო 2015 წელს – 35 786 ლარი.

იმ უწყებებში, რომლებიც მთავრობის დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს არ წარმოადგენენ, (მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უმაღლესი სასწავლებლები), ე.წ. "ოდეერის" საქმიანობა ცალსახად წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. ხოლო, "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა შესაძლებელია წაართვას საზოგადოებას აღნიშნული პროცესის სრულყოფილი მონიტორინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, როდესაც შეიზღუდა წვდომა იმ პირთა დეკლარაციებზე, რომლებსაც "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად უკავიათ საიდუმლოების გრიფის მქონე თანამდებობა. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა თუკი გავითვალისწინებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელ თანამდებობას შეიძლება მიენიჭოს გრიფი საიდუმლო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის გზით შეძლო IDFI-მ გამოევლინა ე.წ. "ოდეერების" არსებობა 2014 წელს ისეთ უწყებებში, როგორებიცაა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აგრეთვე, ზემოთ წარმოდგენილი ფაქტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ განვლილი წლების განმავლობაშიც მაღალი თანამდებობის მქონე ე.წ. "ოდეერების" ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ხშირ შემთხვევაში პროაქტიულად არ იყო ხელმისაწვდომი და მათი მოძიება IDFI-იმ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროსგან გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად შეძლო. კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების შემდეგ სუს-ის შესაბამისი დეპარტამენტისა და სამსახურების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციების მოძიება სავარაუდოდ შეუძლებელი იქნება როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, ისე მათი მოთხოვნის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოცემული ცვლილება უნდა შეფასდეს, როგორც ანგარიშვალდებულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი.

ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები, გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს ვარაუდისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობენ ე.წ. "ოდეერები". აღნიშნული აუცილებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტისათვის გაგზავნილი მოთხოვნის შესრულებას, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიამ მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, აგრეთვე, უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და "ოდეერის" ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

შსს: აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

10:28; 4 მარტი, 2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

10:20; 4 მარტი, 2026
სამართალი

დაჭრა და ადგილიდან მიიმალა – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:16; 4 მარტი, 2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3 მარტი, 2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2 მარტი, 2026

კახა კახიშვილმა დონორთა საკოორდინაციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

"დემოკრატიული მოძრაობის" რეგიონალურმა კოორდინატორმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბავშვმა მშობელი თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს _ ბავშვმა მშობელი თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს:

11:30; 4.03.2026
პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური

11:22; 4.03.2026
სამართალი

შსს: აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

10:28; 4.03.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

10:20; 4.03.2026
სამართალი

დაჭრა და ადგილიდან მიიმალა – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:16; 4.03.2026
მსოფლიო

ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

10:16; 4.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დავიწყეთ

10:09; 4.03.2026
ზაფრანი

ორი ყველაზე მყარი წყვილი

10:00; 4.03.2026
Happy couple
ზაფრანი

ორი ყველაზე მყარი წყვილი

9:59; 4.03.2026
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ქმარი

9:58; 4.03.2026
ზაფრანი

ვის არ შეუძლია სიყვარული

9:57; 4.03.2026
ზაფრანი

ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი ქალები

9:56; 4.03.2026
საზოგადოება

ხანძარი თბილისში – საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

8:31; 4.03.2026
ზაფრანი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

0:25; 4.03.2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო